ოთარ გრიგოლია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე, არცერთ რეზოლუციას და არცერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტში იყო მიღებული, პასუხის გარეშე არ დავტოვებთ

 ჩვენი გამოსვლების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და გამოხატა სოლიდარობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა სწორი დასკვნები გაეკეთებინათ. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „გარდა პროტესტთან დაკავშირებული საკითხებისა, რამდენადაც ვიცით, ასევე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესს და გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით შეჩერდა ეს პროცესი. თქვენ რა არგუმენტები წარადგინეთ და როგორი იყო რეაქციები“.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ქართული დელეგაციის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს პროცესი არ შეუჩერებია.

„აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და ჩვენ, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ შეუჩერებია. უბრალოდ, ევროკავშირმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყველა ის ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგი ეტაპი გამოეყენებინა პოლიტიკურ იარაღად ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ და პირიქით, მზად ვართ, რომ ევროინტეგრაციის გზა გავაგრძელოთ. თუ ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მაგრამ ეს ტერმინი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ მათ დაესაბუთებინათ, ანუ, საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის გზა და ამის გამო ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ხალხი რომ გამოვიდა ქუჩაში, ეს განპირობებულია თითქოს საქართველოს მხრიდან ევროპაზე უარის თქმით. იქ კონგრესის სხვა წევრებიც არიან. ცხადია, ჩვენ ეს განვმარტეთ, რომ პროცესი ასე არ მიმდინარეობდა და რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, სხვადასხვა მხრიდან. მათ შორის, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ახლაც ვაცხადებთ მზაობას იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს ძველ გზას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე, არცერთ რეზოლუციას და არცერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტში იყო მიღებული, პასუხის გარეშე არ დავტოვებთ და ჩვენს პარტნიორებს, წევრ ქვეყნებს, რომლებიც უპასუხობის გამო შეიძლება შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, მათ ინფორმირებას ვახდენთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წევრ ქვეყნებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი გამოსვლების შემდეგ მოვიდა ჩვენთან და გამოხატა სოლიდარობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორი დასკვნები გაეკეთებინათ. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1743272265

ახალი ამბები

მიქანაძე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია

 „მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ბალტიი...

გივი მიქანაძე

1743268728

ახალი ამბები

ილია მეორე ალბანეთის მთავარეპისკოპოსს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ე...

აა

1743267935

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების კიდევ ე...

სანდრო ბაზაძე

1743267045

ახალი ამბები

მაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...

ლევან მაჭავარიანი

1743266874

სპორტი

„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე

ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...

ლოჩოშვილი