ოთარ გრიგოლია: შეფასებები თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი, არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს

 „ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, მსგავსი რეზოლუციები აღიქმება, როგორც ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელიც ანტაგონისტურად განწყობილ ჯგუფებს ახალისებს. საქართველოს დელეგაციამ დელეგატებს მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი მსგავს რეზოლუციებს, რომლებიც მიკერძოებულ აღქმებზეა დაფუძნებული.

„გვინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ პროტესტები, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი გასული წლის ნოემბრიდან მიიღო, რიგ შემთხვევებში არ იყო მშვიდობიანი. ამის შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწიათ შესაბამისი რეაგირება, რათა უზრუნველეყოთ მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება და დაეცვათ სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ამ მოვლენების ფონზე, 150-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ხასიათის იყო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. შეფასებები კი, თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი და მათ პოლიცია უმიზეზოდ არბევდა არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს კარდინალური ქმედებებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მისივე განმარტებით, სახელისუფლებო გუნდს არასდროს უთქვამს უარი ევროინტეგრაციის პროცესზე, იგი ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების ინიციირების მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეზოლუციაში გამოხატული მზადყოფნა "პოლიტიკური დიალოგი აწარმოოს კონგრესში საქართველოს დელეგაციასთან, მისი სრული შემადგენლობით", ქვეყანაში პოლარიზაციის შესუსტებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მხრიდან, ვადასტურებთ მზადყოფნას აღნიშნულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. რადგან წინ არის ადგილობრივი არჩევნები, ვიმედოვნებთ, რომ კონგრესთან თანამშრომლობა დაეხმარება მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1743272265

ახალი ამბები

მიქანაძე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია

 „მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ბალტიი...

გივი მიქანაძე

1743268728

ახალი ამბები

ილია მეორე ალბანეთის მთავარეპისკოპოსს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ე...

აა

1743267935

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების კიდევ ე...

სანდრო ბაზაძე

1743267045

ახალი ამბები

მაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...

ლევან მაჭავარიანი

1743266874

სპორტი

„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე

ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...

ლოჩოშვილი