პაატა ბურჭულაძე 31 მარტის აქციაზე: სცენაზე იმიტომ ავედი, რომ ვიგრძენი, ეს ხალხი თუ წავიდა და დაიშალა, ამათ ჩვენ ვეღარ შევკრებთ

ვისურვებდი, როგორც ყველა ჩვენგანი, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას. სხვა გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცის კეთება და ხელში ავიღოთ მართვის სადავეები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ პლატფორმის შექმნაზე საუბარი არაფრისმთქმელი იყო და ის ელოდა კონკრეტულ გეგმას. ბურჭულაძის განცხადებით, ის სცენაზე ავიდა, რადგან იგრძნო, რომ თუ შეკრებილი ხალხი დაიშლებოდა, მათ ვეღარ შეკრებდნენ.

„არ მინდა მცდარი აზრები ვთქვა და მცდარი მომავალი, რომ ახლა ჩვენ დავიწყებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, უნდა ვცადოთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. პოლიტიკური პარტიები თუ არ გაერთიანდნენ, გამოდის, რომ ისინი თამაშობენ ჩვენი ე.წ. მთავრობის თამაშს. ამიტომ, სულ არ გვინდა ჩვენ ეგეთი რამ. 31 რიცხვი ხომ მისი [სალომე ზურაბიშვილის] გამოცხადებული დღეა, როდესაც იბარებ და მოდის 100 000 ადამიანი, მაპატიეთ და, ცოტა მეტი სათქმელი უნდა გქონდეს, სხვანაირად არ უნდა დაიბარო. მე მინდოდა რაღაც გეგმა, რომელიც იტყოდა: დღეს ამას ვაკეთებთ, ხვალ ამას ვაკეთებთ; მაგრამ რაღაც პლატფორმის შექმნა, რომელმაც შეიძლება მომავალში რაღაც მოგცეს, ან არ მოგცეს, იქ არაფრისმთქმელი იყო. მე რატომ ავედი სცენაზე, იმიტომ კი არა, რომ რაღაც მინდოდა მეთქვა, მე ამოვედი სცენაზე იმიტომ, რომ ვიგრძენი, რომ ეს ხალხი თუ წავიდა ახლა და დაიშალა ასე, ამათ ჩვენ ვეღარ შევკრებთ. ამიტომ, მე და ნადიმ ხმალაძე ავედით სცენაზე და მოვუწოდეთ ხალხს 8-ში [შეკრებისკენ], სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, არ გეგონოთ, რომ ვინმე მომზადებული იყო“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744031902

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...

ირაკლი კობახიძე

1744031049

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში

„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

ირაკლი კობახიძე

1744030340

ახალი ამბები

პრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...

ირაკლი კობახიძე

1744029547

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...

ვახტანგ გომელაური

1744028410

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკომისია აღიარებს, რომ თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება

პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა, თუ არ ვცდები, 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი