შალვა პაპუაშვილი - ჩვენ უარი ვთქვით ესკალაციაზე წასვლაზე, ორმხრივ სანქციებზე, ანუ, ჩვენი ქვეყნის დანგრევაზე, რის გამოც ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

 ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, რის გამოც ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და ზოგიც გაბრაზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტაშკენტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს არჩევნებში.

„ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო მონაწილე. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართული.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის, აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფის თუ ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო გარკვეული მოლოდინები მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. იყო მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი – ნაწყენი და ზოგიერთი – გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. მათ შორის, ვისაუბრეთ, როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. გვახსოვს ბალტიელი მინისტრები, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ.

ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა. ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ევროპარლამენტში როცა მიიღება რეზოლუცია, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და, ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან, ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ მისთვის რაც შეიძლება დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744031902

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...

ირაკლი კობახიძე

1744031049

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში

„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

ირაკლი კობახიძე

1744030340

ახალი ამბები

პრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...

ირაკლი კობახიძე

1744029547

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...

ვახტანგ გომელაური

1744028410

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკომისია აღიარებს, რომ თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება

პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა, თუ არ ვცდები, 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი