პაატა იმნაძე: მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით სითხე

„მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით წყალი“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს:
„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი უნდა შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან და ვეცადოთ, მაქსიმალურად ჩრდილში ვიყოთ. რეკომენდებულია ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რადგან ასეთი ქსოვილი უკეთესად ატარებს ჰაერს. მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით კი წყლის მიღება.
თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, აუცილებელია ფანჯრების გაღება და ფარდების გადაწევა, რათა მზის პირდაპირი სხივები ნაკლებად შემოვიდეს.
კარგი ეფექტი აქვს სველი პირსახოცის ჩამოკიდებასაც - ის ატენიანებს ჰაერს და ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას. თუმცა, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს, ვენტილატორი ეფექტურობას კარგავს.
ვისაც კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივი სივრცეებით. ღამით აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები, როცა ჰაერი შედარებით გრილია - ეს საცხოვრებელი სივრცის განიავებაში დაგვეხმარება. ორგანიზმის გაგრილებას ასევე ხელს უწყობს სველი პირსახოცის გამოყენება.
მაღალი ტემპერატურის დროს საჭიროა, არ მივიღოთ დიდი რაოდენობით საკვები და მოვერიდოთ ცილებით მდიდარ პროდუქტებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
1752682020
საზოგადოება„აღნიშნული არის სრული სიცრუე“ - შემოსავლების სამსახური საქართველოში სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გარკვეული მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) „ბლოკირების“ შესახებ გა...
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...