მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და რეგიონში გორის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე 90 წელია საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს შიდა ქართლის მხარეში. დღესდღეობით, უნივერსიტეტი ქმნის შესაძლებლობებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთვის რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერა იყო, არის და იქნება პრიორიტეტული. იმის გათვალისწინებით, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროც იზიარებს ამ პოზიციას, მჯერა, რომ ერთად უფრო მეტ შესაძლებლობებს გავაჩენთ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიებას მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მარიამ ლაშხი და გიორგი გაბუნია „საიუბილეო სამახსოვრო მედლით“ დააჯილდოვა.
90 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტი სამი დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მასპინძლობს.
საიუბილეო ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკადემიური და სასულიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1752695230
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!
ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...
1752694512
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...
1752693609
საზოგადოებაპროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა
პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...
1752691227
მსოფლიოზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...
1752688899
მსოფლიოდამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...