პაატა სალია: დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვნად იცვლება გეოპოლიტიკა, აქედან გამომდინარე, გვესმის ეს განცხადებები, რომ დღეს შესაძლებელია ნატო არ იყოს მზად მიიღოს ის ქვეყნები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ ჰპირდებოდა გაწევრიანებას

The Guardian-ის სტატიას, რომ ჰააგაში, „ნატო-ს" სამიტზე არ განიხილავენ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხს, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს გეოპოლიტიკა მსოფლიოში მნიშვნელოვნად იცვლება, რის გამოც შესაძლოა, რომ ნატო აღარ იყოს მზად კონკრეტული ქვეყნების მისაღებად.
„საქართველომ ძალიან ბევრი გაიღო იმისათვის, რომ ალიანსის წევრობა მოეპოვებინა, თუმცა ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური ვითარება, რა ხდება ძალიან ახლოს ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან. მნიშვნელოვნად იცვლება გეოპოლიტიკა დღეს მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის ეს განცხადებები, რომ დღეს შესაძლებელია ნატო თავად არ იყოს მზად მიიღოს ის ქვეყნები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ ჰპირდებოდა გაწევრიანებას“, - აცხადებს სალია.
1750331566
სპორტიგურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა. წინასწარი ორთაბრძ...
1750331273
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...
1750329876
სპორტისოფიო სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი 38 წამში იპონით დაამარცხა. წინასწარი ო...
1750329784
საზოგადოებაკახა კალაძე: ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა
„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, - ამის შესახებ თბილისის მ...
1750329730
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ უმაღლეს თავსებადობას მიაღწია ნატოსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქითა მხრიდან რეალური გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დანარჩენი ნატოს მესვეურების გადასაწყვეტია
The Gardian-ი გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრა...