პაპუაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: წარმატებას ვუსურვებ ყველას ახალ პოზიციებზე და დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ეს სამთავრობო სტრუქტურების ეფექტიანობას მხოლოდ აამაღლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და ახალ პოზიციებზე დანიშნულ პირებს წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურების ეფექტიანობას გაზრდის.

„პარლამენტმა აირჩია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და კიდევ ერთხელ ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ბატონ ანრის წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, ამ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი, მას ერთ-ერთ გამორჩეულ ხელმძღვანელად აქცევს.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქაც ბატონმა თორნიკემ გადადგომის შესახებ განაცხადა და ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის წარდგენის და შესაბამისად მიდის განხილვები. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ყველას ახალ პოზიციებზე და ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ აამაღლებს ეფექტიანობას, ერთი მხრივ, სამთავრობო სტრუქტურებისა და იცით, მათ შორის, უკვე ინიციირებული არის და ჩვენ მომავალ კვირას განვიხილავთ რეგიონული პოლიტიკის განვითარების სამინისტროს შექმნას და ამ მხრივაც იქნება ეფექტიანობა გაზრდილი რეგიონების მიმართულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744031902

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...

ირაკლი კობახიძე

1744031049

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში

„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

ირაკლი კობახიძე

1744030340

ახალი ამბები

პრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...

ირაკლი კობახიძე

1744029547

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...

ვახტანგ გომელაური

1744028410

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკომისია აღიარებს, რომ თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება

პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა, თუ არ ვცდები, 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი