პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა - დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები.
სხდომაზე მოწვეულები არიან დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი, ასევე გია ანსიანი და გიორგი ჭოლაძე.
„საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებები იქნება საინტერესო. რაც ყველაზე მთავარია, დასკვნაში ასახული მტკიცებულებები მორიგ ჯერზე კიდევ უფრო უზრუნველყოფს იმას, რომ ამ რეჟიმის მსახურები, აუცილებლად უნდა დასრულდნენ პოლიტიკურად“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.
1750329730
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ უმაღლეს თავსებადობას მიაღწია ნატოსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქითა მხრიდან რეალური გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დანარჩენი ნატოს მესვეურების გადასაწყვეტია
The Gardian-ი გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრა...
1750329678
საზოგადოებაკახა კალაძე: ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს
რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას,...
1750328714
საზოგადოებაპეტრ ბისტრონი: აშკარაა, რომ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა
გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა გადაწყვიტა თავისუფალი არჩევნების გზით, თუ ვინ სურდათ მთავრობა...
1750326828
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს ეხმიანება. „რა უტიფრობა და პარადო...
1750326772
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე 20 ივნისის მოვლენებზე: სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზედაც აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. ხალისიანი განწყობა ჰქონდა
რაც შეეხება დეპუტატებს, გახარიამ ისიც ახსენა ახსნა-განმარტების დროს აქ მახსოვს, რომ მე ვასულიერებდი მათო. გულწრფელად ვამბობ, მე მისი მოსულიერებული არავინ მინახავს, არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებ...