პარლამენტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

 საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა.


როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 3780 განცხადება, ხოლო ცხელ ხაზზე 14 295ზარი შევიდა.

 


მისივე თქმით, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა.


„2024 წლის განმავლობაში მომზადდა 16სპეციალური ანგარიში და 1 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 2 კონსტიტუციური სარჩელი, 11 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.


ლევან იოსელიანმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ფემიციდი, პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა, ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები და სხვ.

თანამომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშების მოსმენა, ამ ანგარიშების რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილების შემუშავება და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგია.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში საუბარია დადებით ტენდენციებზე შემდეგი მიმართულებებით: საერთო სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესება და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაცია, არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და მათი ეკონომიკური გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმებისა და ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ფინანსური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით გატარებული ღონისძიებები, სოციალური უზრუნველყოფა, განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლების ხარისხის ზრდა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

მისივე თქმით, ანგარიშში დადებით ტენდენციებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზეც, რომლის გაანალიზება მნიშვნელოვანია.

პლენარულ სხდომაზე რატი იონათამიშვილმა წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას კენჭს უყრის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია

1786344347

ახალი ამბები

„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...

პოლიცია

1786342669

მსოფლიო

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნ

1786340627

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული

გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...

ირაკლი ქადაგიშვილი