პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. მან დეპუტატებს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” 49 წევრის სია გააცნო, რომელთაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.

თითოეული მათგანის საკითხს პარლამენტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია, ხოლო დადებითი პასუხი, სხვადასხვა შემთხვევაში, 80-დან 83 დეპუტატამდე დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738753266

ახალი ამბები

„ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა, ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე სიტყვით გამოვიდა. „აღმოსავლეთ ევროპის ავიაბაზარი: ტენდე...

ირაკლი ქარქაშაძე

1738752836

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოქალაქე, რომელიც არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, ეს კანონი საერთოდ არ ეხება - არც გამკაცრებული და არც შემსუბუქებული ფორმით

„რაღაც ტიპის კანონების გამკაცრება დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიეცეს იმის საშუალება, ნორმალურად იფუნქციონიროს და ამდენი მავნებლობა ხელს არ გვიშლიდეს ქვეყნის განვითარებაში“, - ამის შეს...

ლევან მაჭავარიანი

1738751604

ახალი ამბები

ლუკა ეხვაია 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი

„პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა ი...

ლუკა ეხვაია

1738750859

მსოფლიო

WSJ: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა. ინფორმაციას The Wall Street Journa...

WSJ:

1738749315

საქართველო

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ

არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებულ...

მამუკა მდინარაძე