მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ
არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება.
„დარბაზში მსხდომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვიცით. ამ საკითხზე გვეთანხმებიან „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. კი არადა, უფრო რადიკალურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ეს გახლდათ. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად ჯობია იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლიუსები ასევე მინუსები ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი – იჩენდეს უპატივცემოულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, მეორე – ეს ყველაფერი არ შეიძლება, იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც წინა შემთხევავში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ (და ალბათ ყველა დარწმუნებულია, რემ ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს), იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის, გარე დავალების შესაბამისად, საბოტაჟის იარაღად გამოიყენებენ ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა ბევრ ოპოზიციონერს უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ.
„ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თავთან, თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ. ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ მათ ავალებენ, რომ მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ და ამიტომ დღეს მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.
1738753266
ახალი ამბები„ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა, ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი“ - ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე სიტყვით გამოვიდა. „აღმოსავლეთ ევროპის ავიაბაზარი: ტენდე...
1738752836
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოქალაქე, რომელიც არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, ეს კანონი საერთოდ არ ეხება - არც გამკაცრებული და არც შემსუბუქებული ფორმით
„რაღაც ტიპის კანონების გამკაცრება დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიეცეს იმის საშუალება, ნორმალურად იფუნქციონიროს და ამდენი მავნებლობა ხელს არ გვიშლიდეს ქვეყნის განვითარებაში“, - ამის შეს...
1738751604
ახალი ამბებილუკა ეხვაია 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი
„პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა ი...
1738750859
მსოფლიოWSJ: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა. ინფორმაციას The Wall Street Journa...
1738749288
ახალი ამბებიპარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წა...