პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ერთი წლით გახანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კონკრეტული ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უნდა მოეყვანათ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ უკვე მოხდა ამ გარდამავალი პერიოდის გადავადება და მიმდინარე რეგულირების პირობებში 2025 წლის პირველი აპრილია ის ბოლო თარიღი, როდესაც შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უფლება ექნებათ საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნების „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია მოახდინონ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ სუბიექტების რიცხვი, რომელთაც არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით და ეს პროცესი დაწყებული არ არის - საუბარია დაახლოებით 280 000 სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დამატებით ერთი წლის ვადით, 2026 წლის პირველ აპრილამდე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
18:27
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს აშშ-თან ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც...
17:45
სპორტივილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება
ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგ...
17:14
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...
16:40
სპორტიეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...
16:09
მსოფლიობინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა
ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...