ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ხალხი.
„დიფ სთეითი“ დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი“ იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება ხელისუფლებები. მათი მხრიდან კიდევ უფრო მძაფრია ეს თავდასხმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1778761768
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თორნიკე ჭეიშვილის განც...
1778761355
ახალი ამბებისამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწ...
1778759447
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას
იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ...
1778758413
მსოფლიოკრემლი: ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,...
1778757929
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,...




























