პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის, ალბათ, მივლენ პანაშვიდზე – ბექა დავითულიანი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე
„მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრისას.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას კი, როგორ გამოხატავენ მთავრობის წევრები დაღუპული სამხედროების მიმართ, დეპუტატმა უპასუხა, რომ „პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის“.
„ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვა, პანაშვიდზე მივალ“- თქვა დავითულიანმა.
„პატივს მივაგებ და ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან.
პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ პანაშვიდზე, ალბათ და დაესწრებიან. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ.“ – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში დღეს, დილის ჩამოასვენეს.
მებრძოლებს ოჯახის წევრებთან ერთად აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ სანთლებით და დროშებით და მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი დაღუპულებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. დაღუპულებს პატივი აეროპორტთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიაგო. ადგილზე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ან რომელიმე მინისტრი არ გამოჩენილა.
ასევე საინტერესოა:
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...
1793622877
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...


























