პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვა - სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. გოგაშვილს ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.

როგორც მისმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, მას ბრალდება წარუდგინეს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით.

"პირველი ეპიზოდი გახლავთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება. როგორც ბრალდებაშია მითითებული, ეს შეეხება 2015-2018 წლებში ბატონ სოსო გოგაშვილის სუს-ში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე, ასევე, პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში მას ედავებიან, 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი", - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ მისთვის უცნობია, რომელი ორი პირის პერსონალურ მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი, რადგან ჯერ მას საქმის მასალები არ გადასცემია.

მისი განცხადებით, მეორე ეპიზოდია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც შეეხება "2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და ასევე, პერსონალურ მონაცემებს, თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან".

ხოლო მესამეა ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვა. მისი განმარტებით, ედავებიან 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას, საიდანაც 2 სწორედ ის იარაღია, რომლებზეც ოჯახი ამბობს, რომ ჩაუდეს, 3 კი დაცვის თანამშრომლებს ეკუთვნით.

პროკურატურამ გოგაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.

ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაკავებისას მას იარაღზე ხელი დაადებინეს, რაც მიზნად ისახავდა, ხელიდან იარაღზე გადასულიყო დნმ-ის და დაქტილო ნიმუშები.

გოგაშვილი ირწმუნება, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

მოდულის შენობაში გოგაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებულს "სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები".

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.

დაკავების დროს გაჩხრიკეს გოგაშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების სახლებიც. მისი შვილის თქმით, სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ემიგრაცია: გადავრჩი ნასესხები თანხის დაკარგვას, მენეჯერმა გვითხრა რომ ეს პიროვნება თაღლითია - მარიამ ღამბაშიძე

🔵რუსთავში ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

🔵ყაზახეთში მოკვდა გოგონა, რომელსაც 300 კაცთან ჰქონდა სექსი  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745164477

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...

აქციები

1745160046

მსოფლიო

Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

 ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...

აშშ და ირანი

1745153818

მსოფლიო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

 კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...

იტალია

1745152346

მსოფლიო

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

 ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...

ღაზაღაზა

1745148150

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...

კიტ კელოგი