პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თან ნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა", – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით"

* ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788290032

მსოფლიო

„თუ ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, კიდევ უფრო მძიმედ დავარტყამთ“ - ტრამპი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. როგორც ტრამპი Trut...

დონალდ ტრამპი

1788287222

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პოლიციამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრო...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1788286087

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ ირანში სამიზნეებზე განახლებული დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის ძალებმა დაიწყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ობიექტებზე იერიში ირანში. დარტყმები...

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

1788281842

ახალი ამბები

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....

ლენტი ლენტი

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა