პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში
ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1747564629
მსოფლიოვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა. ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლი...
1747563079
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი და ფავორიტი, ტალონ გრიეკ სპოორი ორ სეტში 6-4, 6-0 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა....
1747561462
ახალი ამბებიილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - „შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და...
1747561002
მსოფლიოწყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
ძლიერი წყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. სტიქიის გამო ბუენოს-აირესის ჩრდილოეთ პროვინციაში საფრთხის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. მეტეოროლოგები ამინდის გაუარე...
1747558978
სპორტიხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მე-14 ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო. აღსანიშნავია,...