პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1746527198
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა. ლევან ხარაბაძეს, დღემდე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია ეკავა. მას სხვადასხვა...
1746527070
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა. ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდ...
1746525099
საზოგადოებასაქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო. „სხვადასხვა წლებში ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-...
1746524374
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“ პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“. როგორც...
1746523669
ახალი ამბებილევან მახაშვილი „მეგობარი აქტზე“: იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს
ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგი...