პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.
ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს ის მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1750426894
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. „ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდ...
1750425500
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7270 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1750424692
მსოფლიომედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა
ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის...
1750422848
საზოგადოებაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ სა...
1750421736
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან
„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ...