„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, მის მიერ თანამდებობის დაკავება და უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით - „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში“, - აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ განცხადების თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეკულაციური და სიცრუის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით. ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი კი 2 თვესარ აღემატება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით - „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში“.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს ანტიკორუფციულ ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.
ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753013578

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ჯაფარიძის და ნამუსგარეცხილი ოპოზიციის ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსობა შარვლის ჩახდა და სხვა ქვეყნის მსახურება ჰგონიათ, ამიტომაცაა, რომ სამუდამოდ ამ პოზაში დარჩებიან

 უსამშობლო და პრინციპებისგან დაცლილი ფიგურებისგან გასაკვირი რომ არაფერია, საზოგადოება ამაში არაერთხელ დარწმუნდა, მით უფრო, თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეა საუბარი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესა...

რატი იონათამიშვილ

1753011319

საზოგადოება

მეუფე იაკობი: რას გვერჩის დღევანდელი ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო - რატომ მიშლი, ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა?

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. „ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვ...

ააა

1753011252

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...

ვაქცინაცია საბერძნეთში

1753005874

ახალი ამბები

შსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...

შსს

1753004371

მსოფლიო

საუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

 საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...

საუდის არაბეთის პრინცი