პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს. თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადეთწყაროს წარმოადგენდა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































