პრემიერ-მინისტრმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 15:9 გაიმარჯვა. პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს „თბილისი არენა“ მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო, რომლის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა.
ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.
1753524364
საზოგადოებარევაზ სოხაძე: გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია
დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთ...
1753521908
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა
აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხუ...
1753520058
საზოგადოებაგიორგი ჩიმაკაძე: მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მისი კარიერის ისტორია: „ცსკა“ მოსკოვი და „სამარაა“
მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის! - ასე ეხმიანება მედიც...
1753518858
მსოფლიოარაბული მედია: ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. მედიის ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ანკლავში 122-მდე გ...
1753517210
სპორტიზაკო მუშკუდიანი ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზაკო მუშკუდიანმა ბატერფლაით ცურვაში 50 მეტრზე მესამე ადგილი დააფიქსირა და საქართველოს ახალგაზრ...