პრემიერი: აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება - ეს ინიციატივა მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს
"რამდენიმე კვირის წინ წარმოვადგინე ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.
"აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.
ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს.
რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს.
ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.
მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ", – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები.
სხვა სიახლეები:
🔲 ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა
🔲 აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება - ირაკლი ზარქუა
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...
1792144924
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არა...


























