პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე

„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.

„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვეს ევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე.

ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, ბატონი თორნიკე შენგელია და ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740399215

ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის წინ რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდა

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.  ცოტა ხნის წინ, განრიგის...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

1740397221

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1740393377

ახალი ამბები

პრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1740392636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში

სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1740392243

ახალი ამბები

„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს“ - სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა.   „დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვე...

 სანდრო ცნობილაძ