პრემიერი: დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით.
შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1740397221
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვ...
1740394460
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1740392636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში
სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობ...
1740392243
ახალი ამბები„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს“ - სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. „დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვე...
1740391620
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მარცხის მოლოდინი არ გამართლდა და ნატოს მეტი საფიქრალი გაუჩნდა, ამ ურთულეს რეალობაში ყველაზე წინდახედული პოლიტიკა საქართველომ აწარმოვა, რაც ყოველდღიურად დასტურდება
„მე-3 მსოფლიო ომის განცდით ცხოვრობს საზოგადოება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი წლისთავზე შექმნილ ვითარებას...