პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები
საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, შეხვედრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი არსებითად იყო ორიენტირებული მომავალზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული.
რა პრობლემებზე ვისაუბრეთ და რაზე არ ვისაუბრეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული და შესაბამისად, შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.
პრობლემები არსად წასულა. პოდოლიაკმა განცხადება აღარ გააკეთა გუშინ დელის მერე?! თუ დანილოვმა აღარ გააკეთა განცხადება გუშინ დელის მერე, თუ ელჩი არ გაიწვიეს გუშინ დელის მერე, თუ სხვა ნაბიჯები არ გადადგმულა გუშინ დელის მერე?! რა თქმა უნდა, რაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და ეს არის ჩვენი სულისკვეთება“, - აღნიშნა პრემიერმა.
1777969704
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, როგორც...
1777969508
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია
„უკვე დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს, - აღნიშნ...
1777969162
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის...
1777968295
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას
ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1777967935
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს რკინიგზაში ოპტიმიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე, დაიზოგა 190.4 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდება რკინიგზის შემდგომ განვითარებას
ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყ...



























