პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისში, ბრალდებულებმა დაზარალებულები მოტყუებით მიიყვანეს ნაქირავებ ბინაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხნენ მათ, რა დროსაც 181 000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ძვირფასი ნივთები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მესამე ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1776509608
ახალი ამბებიტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ). ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში ი...
1776506285
ახალი ამბებინინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები
ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები,- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა. იგი ამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქართულ ოპოზიციას „პრაღ...
1776504962
ახალი ამბებიცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი, მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს, იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
„მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან“, - განაცხადა ცოტნე ივანი...
1776504729
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. ამასთან, შა, მაღა...
1776504395
მსოფლიოჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს
„გამომდინარე იქიდან, რომ აშშ არ ასრულებს პირობებს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი „პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს...































