პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა რომელსაც არ ქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბასი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16 მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.
სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1786725883
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. „ღრმა...
1786724650
ახალი ამბებიმეორე ოქროს მედალი გერმანიიდან – ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2, 81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – მან კონტინენტის პირველობა მეორედ მოიგო. ქართველმა პირველ წრეში...
1786723454
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. აზერბაიჯანელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს ახა...
1786723232
საზოგადოებათავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ემი დიაზთან. შეხვედრის ფარგლებში,...
1786722174
ახალი ამბებიფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული...






























