მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრ ზაბინე მონაუნის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაფართოების დიდ პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
1747245166
ახალი ამბებიგიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ
გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა. კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო...
1747243030
ახალი ამბებიბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ, ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით იყენებენ. დეპუტატის თქმით,...
1747241380
მსოფლიოტრამპი: ჩვენ რომ არა, ალბათ, ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი არ იქნებოდა ახლა ცოცხალი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო. „ჩვენ რომ არა, ალექსანდრე ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ალბათ, ახლა...
1747239727
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი უილსონისა, ერთი აშშ-ში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით
„კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლე...
1747234744
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან - როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა
ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არი...