პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1750422848
საზოგადოებაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ სა...
1750421736
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან
„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ...
1750420641
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა
დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორ...
1750419262
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, მის მიერ თანამდებობის დაკავება და უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდა...
1750418800
ახალი ამბებიგორში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...