შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს.

„დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს. როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.

ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.

20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.

ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები - ფაქტებზე აღქმების გაბატონება - რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.

ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების - „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები - ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.

20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.

საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.

▪️ იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები.▪️ იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი.▪️ იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა.▪️ იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს.▪️ იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, - წერს იგი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750433859

ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

 პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარ...

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

1750431389

საზოგადოება

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და...

საქართველო

1750428952

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის - ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა

ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თ...

 რატი იონათამიშვილი

1750427729

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი. ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჩ...

საქართველოს ძიუდოს ნაკრებ

1750427189

საზოგადოება

ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიე...

ლევან მახაშვილი