პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2021-2024 წლების პერიოდში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბი ბინადრობის, პირადობის, ჩაწერის და მართვის მოწმობების დამზადებასა და გასაღებას. ისინი სპეციალური პროგრამის და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მობილიზდა მათ საბანკო ანგარიშებზე.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.

დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის მფლობელ პირებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინონ ყალბი ოფიციალური დოკუმენტაცია და ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ გავრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784115113

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ელისაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის და...

შალვა პაპუაშვილ

1784114040

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიფ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს

სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმ...

ნინო წილოსანი

1784112513

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა

როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა, - განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს სა...

შალვა პაპუაშვილ

1784112142

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი

გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს ა...

გიორგი გამსახურდია

1784111700

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს

„ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარ...

შალვა პაპუაშვილი