პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, მოგვიანებით კი მეორე ბრალდებულთან ერთად დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობა), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1745582284
ახალი ამბებითეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...
1745581781
საზოგადოებათავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...
1745581058
ახალი ამბებიმატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა
ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას. „გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი...
1745581023
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს
საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვე...
1745580965
ახალი ამბებისაქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისა...