თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის განახლებულ ბაზაზე - „ვარციხე“ აღნიშნა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელების საქმეში ლოჯისტიკის მიმართულების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მიმართულების სისტემური განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა ასევე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით, უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
1992 წლის 25 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალურ შტაბში ჩამოყალიბდა ზურგის მთავარი სამმართველო და შეიარაღებისა და ტექნიკის მთავარი სამმართველო. ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებით საფუძველი ჩაეყარა ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას თავდაცვის სამინისტროში. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 25 აპრილი განისაზღვრა ლოჯისტიკის დღედ.
1745589426
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ჩვენგან მადლობა ეკუთვნის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს - მას საქართველოს პრემიერმინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად
მას საქართველოს პრემიერმინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქ...
1745587755
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7492 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1745587311
მსოფლიო18 წლის ცნობილი ფრანგი მოთხილამურე ტრაგიკულად დაიღუპა
ფრანგი მოთხილამურე და ეროვნული ჩემპიონი სლალომში, მარგო სიმონი, ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ფრანგული სპორტული გამოცემა ავრცელებს. გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, გოგონამ 18 წლის ი...
1745585851
ახალი ამბებინინო ჯელაძე საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნინო ჯელაძემ კოლეგას საქა...
1745583604
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? - აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სა...