შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს

საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ითრევდა.
,,სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 წელს, როცა ჩვენ ჩვენს ომში არ ვითრევდით. არავისთვის გვითქვამს, რომ მოდით, იომეთ და თქვენი სისხლი შესწირეთო. ისინი ქართველ ხალხს სამარცხვინოდ მოექცნენ. საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა ყველა გაიქცა, საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს და უკრაინაში მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს. ერთი მაინც თქვან. დგანან და გადაეფარებიან ყველას, ოღონდ, საქართველოს და ქართველს არა. ღალატი სხვა რამე კი არ არის. მაინც და მაინც ღალატი ის კი არ არის, რომ უჩა ნანუაშვილივით ვიღაც გამოიჭირო და ფული შეაგროვო, ღალატი ისიც არის, რომ გაჩუმებული ხარ. ვინც 2022 წელს ჩუმად იყო მაშინ, როცა საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა, ესეც ღალატია, მათ შორის მედიის მხრიდან!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1745585851
ახალი ამბებინინო ჯელაძე საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნინო ჯელაძემ კოლეგას საქა...
1745583604
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? - აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სა...
1745583125
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს
საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...
1745582430
ახალი ამბებიტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...
1745582284
ახალი ამბებითეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...