მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე: თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ, თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ - ჩამოყალიბდნენ
„დღეს თუ მართალია ადამიანი, მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა „მიაწვე“ ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს. შესაბამისად ამისა, ამას აღარ სჭირდება არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები. უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს, როგორც ჩემ კლიენტებს ვურჩევდი ხოლმე როგორც ადვოკატი თავის დროზე, ისე ვურჩევ ნებისმიერს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება, როცა სამართლიან ქვეყანაზე და სამართლიან სასამართლოზეა საუბარი.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ მართალია, უდანაშაულო ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება ვინმეს დაცვა, გარდა საკუთარი ადვოკატისა, ან მით უმეტეს თავდებში ჩადგომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარეც დავესესხები წინა გამოცდილებას, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება, როცა სამართლიან ქვეყანაზე, სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, მათი აქციის ორგანიზატორების დროის განსხვავებით, რომელ ძალადობრივ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას იღებდა, ის სინამდვილეში ვისი დაორგანიზებულიც არის, მათი დრო აღარ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმემ ძალიან ბინძური სახე მიიღო და ოპოზიცია მას პოლიტიკურ თამაშებში იყენებს.
„მე ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ, რომ ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს და ა.შ.
პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან, მაგრამ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ - ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლდეს და თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ და ამ გზას თუ ირჩევენ, შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი და თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ მით უმეტეს რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1737546605
ახალი ამბებისაახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია იუწყება და შეზღუ...
1737543298
მსოფლიოილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცათამბჯენში 6 მლნ. დოლარად ბინა იყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. პოლონური მედიის ცნობით, მასკის ფეშენებელური ბინა 52-ე სართულზე მ...
1737542889
ახალი ამბებიქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ე...
1737540370
ახალი ამბები„აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე“- ცოტნე ანანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ. ანანიძის განცხადე...
1737537166
მსოფლიოაშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-...