ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დუბლინში მიმდინარე სამიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, EPC ძალიან მნიშვნელოვანია სამიტია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა ცალკეულ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს.
„აბსოლუტურად უალტერნატივოა „შუა დერეფანი“ და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, საქართველო საკვანძო როლს თამაშობს. ჩვენ ხშირად გვიხსენებია ისიც, რომ ბრიუსელი დღეს გაბუტვის რეჟიმშია, ვინაიდან უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, თუმცა ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება„ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს, ვერც რევოლუციებით, ვერც არჩევნების გზით და შესაბამისად გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს. თუმცა, სანამ ბრიუსელი ასეთი გაჯიუტების რეჟიმშია, ცალკეული ქვეყნები უფრო კარგად აცნობიერებენ ამ საჭიროებას.
ბოლო 1 თვის განმავლობაში იხილეთ მაღალი რანგის შეხვედრები ბელგიაში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ჩეხეთში, ცალკეულ ქვეყნებთან მიმდინარეობს დიალოგი საერთო ინტერესებზე. ყველა უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1794505514
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან
„ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური...
1794504268
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ
EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხ...
1794503477
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოვუწოდებ, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი
„მოვუწოდებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან...
1794502511
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება
კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი სხვადასხვა თემაზე, ვთანხმდები, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი, - ამის შესახებ საქართვე...
1794501949
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რო...































