გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფორმალურად ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - რეალურად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროცესი
„საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათგან იწყება და მთავრდება ქვეყანა,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში და კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპონენტების მიერ დაყენებულ აბსურდულ შუამდგომლობებზე.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სარჩელი ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს. მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ რეჟიმის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები მიჩქმალონ. სასამართლო პროცესის ფარსად წარმოჩენა კი, იმ ძალების დაკვეთაა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ წლებია ემსახურება.
„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე - საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან ან მოძრაობასთან, არამედ ძალასთან, რომელიც იმართებოდა და ახლაც იმართება უცხოეთის მიერ და ეს თავად აქვთ აღიარებული. სწორედ ეს არის საფუძველი იმის, რის გამოც არ უნდა არსებობდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. ფაქტები, რის საფუძველზეც მომზადდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, დადასტურებულია ან სასამართლო გადაწყვეტილებებით, ან ცოცხალი მოწმის ჩვენებით, ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან სამივე კომპონენტით ერთდროულად. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებზე ოპონენტებმა სამი დღის განმავლობაში რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, ისინი ითხოვდნენ ფიზიკური პირების [მმართველი ძალის დეპუტატებისა და მაღალი თანამდებობის პირების] დაკითხვას. რატომ არ მოითხოვეს იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც გადაურჩა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს და ვინც გამოიკითხა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე და ვისზეც ახლა ამბობენ, რომ ფარსში მიიღეს მონაწილეობა? ეს თუ ფარსი იყო, რატომ არ დაიბარეს 120 მოწმე, რომელთაც პირდაპირ ეთერში, იმ უბედურებების გამეორება მოუწიათ, რაც მათ გამოიარეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს? მოიწვიონ და ჰკითხონ პირდაპირ - სად არის თქვენი მტკიცებულება, სად მოკლეს თქვენი ოჯახის წევრი, რა ქონება წაგართვეს და რით ამტკიცებთ ამას? მაგრამ ვერ მოიწვევენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ძნელია მათ დაუპირისპირო ტყუილი, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინეს. ტრაფარეტებით რომ გამოდიან, არ ვართ ასაკრძალიო, მოიწვიონ ეს ხალხი და გამოჰკითხონ ან საპირისპირო არგუმენტები წარმოადგინონ. თუმცა, საპირისპირო არგუმენტები კი არა, სააკაშვილმა საგამოძიებო კომისიის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და პირდაპირ აღიარა - შავაძე მოვკალით, მოსაკლავი იყო, აბა რა იყოო.
საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათგან იწყება და მთავრდება ქვეყანა. დღევანდელ ვითარებაში ასეთი განწყობა რომ გექნება, ეს ნიშნავს, რომ არათუ პოლიტიკოსი არ ხარ, არამედ იმის განცდის უნარიც არ გაქვს, გაიგო, რა ხდება საზოგადოებაში, მათ შორის, შენს ამომრჩეველში. წარმოგიდგენიათ - რასაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, იმის ერთი პროცენტიც რომ სიმართლე იყოს, რამდენი ადამიანი იქნება ქუჩებში გამოსული? ყველამ, მათ შორის, ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა, კარგად იციან, რომ მათი მეზობელი, ნათესავი თუ მეგობარი აუცილებლად იქნებოდა ან დაჭერილი, ან პრობაციონერი და ან დაზარალებული. მათ ჰყოფნით თავხედობა და დავალებაც აქვთ, რომ გამოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოზე და ილაპარაკონ ის აბსურდი, რასაც ვისმენთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქვეყანაში არ არსებობდნენ ისეთი ტიპის პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად ლაპარაკობენ და მოქმედებენ კიდეც. ამ შემთხვევაში ფორმალურად ჰქვია პროცესს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, თორემ რეალურად ეს არის ქვეყნის გადარჩენა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1793125255
საზოგადოებამასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...
1793123844
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია
„მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელსაც ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ, გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნ...
1793123566
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყ...
1793121650
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ პროგრამები, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, მაგრამ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ადამიანი - ამ თვალსაზრისით მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს“, - გ...
1793120721
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერ...



























