რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის ოფიციალურად 17 იანვარს გახდა ცნობილი.

დასკვნაში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი გია დეკანოზიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ჯანმრთელი ორგანიზმი, პრეპარატების იმ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, რა დოზითაც ვახტანგ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეპარატები, რომელიც ფეხბურთელს დიდი დოზით გაუკეთდა, სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა.

„სამწუხაროდ, ვერ შევდივარ სამედიცინო სფეროში და არ მაქვს უფლება, ვიმსჯელო ექიმ ნარკოლოგის პოზიციიდან, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ზემოთ განხილული პრეპარატების გამოყენების დოზებს და ამ პრეპარატების ერთმანეთთან კომბინირებულ ურთიერთქმედებებს, რომელიც გამოყენებული იქნა როგორც დანიშნულება შპს „აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (რესპუბლიკური საავადმყოფო) პაციენტის ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ ჩანაწერებში და მიმდინარე დანიშნულებებში, მაგრამ როგორც კრიმინალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ მკურნალობის მიზნით, დიდი რაოდენობით ფენტანილის და მიდაზოლამის გამოყენება თან პროპოფოლთან ჰაროპერიდოლთან მიმაჩნია ზედოზირებად, რასაც შეეძლო გამოეწვია გართულებები სასუნთქ გზებზე.

მაგალითად, 31.08.21 გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა, 20 მლ - 10 ამპულა, 12 მლ - 6 ამპულა და მიდაზოლამი 9მლ - 6 ამპულა, 15 მლ - 5 ამპულა, დღის განმავლობაში ამას თუ დაემატება სხვა სედასტიური პრეპარატები, უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

01.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა და მიდოზალმი - 9მლ-3 მპულა, დღის განმავლობაში 4-ჯერ, ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

ასევე, 03.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა და მიდაზოლამი - 15 მლ - 5 ამპულა. ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

იგივე დოზებია გამოყენებული 04.09.21. ფენტანილი - 40 მლ - 20 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 21 მლ - 5 ამპულა.

05.09.21. ფენტანილი გამოყენებულია 30 მლ - 15 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 21 მლ - უკვე 7 - ამპულა, დღის განმავლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე.

05.09.21 ფენტანილი გამოყენებულია 20 მლ - 10 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 30 მლ - უკვე 10 ამპულა, დღის განმავლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე. ასე მიყოლებით, 07.09.21 წლიდან 10.09.21 წლამდე. მითუმეტეს იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაწყებულია 19.08.21-წლიდან.

ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ნორმალური, ჯანმრთელი ორგანიზმი, აღნიშნული პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, გამოიწვევდა სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს“, - ნათქვამია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა.

მას კორონავირუსი ჰქონდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ადვოკატებთან ერთად 24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793954467

საზოგადოება

ნინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას

მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ აინტე...

ნინო წილოსანი

1793952034

ახალი ამბები

დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ათონელის სასახლესთა...

შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

1793950919

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

ბიძინა ივანიშვილი

1793950240

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარე...

ცესკოს თავმჯდომარე

1793948244

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებუ...

არადეკლარირებული მედიკამენტები