DW: ჯორჯია მელონი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, რომ მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„მე კვლავ დაჟინებით მოვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ მიუჯდება ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების მაგიდას და რა მანდატი ექნება მას“, - წერს მელონი.
იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტმა თავის წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის „შეუთანხმებელი ქცევა“ სარგებლის მომტანი არ იქნება არც მოკავშირეებისთვის, არც მათთვის, ვისი დარწმუნებაც არის საჭირო, რათა „უაზრო აგრესია დასრულდეს“.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არათანმიმდევრულად მოქმედი ევროპის იმიჯით ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ მათ ინტერესებს, ვისაც ომის გაგრძელება სურს“, - დასძინა მელონიმ.
იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ კოშტას საკითხის განხილვა დუბლინში, ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზა, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს, რომ ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ წარადგენს ბლოკს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც 17-18 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - აღნიშნა მელონიმ.
1793948244
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებუ...
1793946733
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,სხვადასხვა...
1793945713
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხიარასრულწლოვ...
1793944970
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთის რესპუბლიკაში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალ...
1793943692
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის გან...




























