ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793942488

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა

ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკმაოდ საინტერესო პოლემიკა, - განაცხ...

გიორგი ვოლსკი

1793941266

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში

ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი...

ამინდი ამინდი

1793911397

მსოფლიო

იერუსალიმის პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებებში დახმარება შესთავაზა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას Interfax ავრცელებს. „ვიცი, რომ არსებობს მოლაპარაკებების შესახებ წ...

ვლადიმერ პუტინი

1793909086

მსოფლიო

The Independent: მარკო რუბიომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს. ამის შესახებ The Independent-მა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების...

მარკო რუბიო

1793905290

ახალი ამბები

ხაზარაძის პარტიის ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა

მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან...

თაზო დათუნაშვილი