როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: მინდა„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მოდგმა არ არსებობდეს, ვიცი, რომ ბოროტებას ვამბობ, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს

„ერთ-ერთმა მკვლელმა რომას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ იყიდა ბინა ჩემს გვერდით კორპუსში და დასახლდა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რა დანაშაულს ჩადიოდნენ?! მინდა მსოფლიომ გაიგოს, თუ ვინ და რას წარმოადგენდა მაშინდელი მთავრობა“, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ციცინო შავაძის თქმით, მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი, ხალხს მოუწოდებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება.

„მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მოდგმა არ არსებობდეს. ვიცი, რომ ბოროტებას ვამბობ, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს. ჩვენ აღარ გვაქვს არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი. იფიქრონ კარგად და გააკეთონ ყველაფერი სამართლიანად. არ შეიძლება ამ ხალხს ენდო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაჩერებას არ ვაპირებ, ერთადერთი თხოვნა მაქვს, ხომ ვიღაცამ დაუკვეთა ეს, დაიჭირეს მკვლელები, ყველამ აღიარა, რომ იყვნენ ადგილზე, ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ეს, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, რომ გაეკეთებინათ ეს „კუდ“-ის თანამშრომლებს. „კუდ“-ის თანამშრომლები ამას ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ არ ექნებოდათ ბრძანება. ისიც გავიგე, რომ როდესაც ამ ბიჭების აყვანა მოხდა, მეორე დღეს საქართველო დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს, არ ვიცი. თხოვნა მაქვს, თუ ვინმემ რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ვის მოუვიდა, რისთვის დაიგეგმა ეს. დასჯილ იქნენ დამკვეთები, მეტი არაფერი,“- განაცხადა ციცინო შავაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744919114

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა

 რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...

პაპუაშვილჯ

1744915581

ახალი ამბები

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...

სოზარ სუბარი

1744913119

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

 „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...

სოზარ სუბარი

1744911668

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...

ზურაბ ქადაგიძე

1744909285

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

 მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...

ირაკლი ქადაგიშვილი