სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

 „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი დადგება იმ დათქმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ასევე შემოვიტანოთ კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ და ტრანსგენდერულ სიგიჟეებს თავს მოგვახვევს, მაშინ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია - უვიზო მიმოსვლა თუ იმ საქართველოს შენარჩუნება, რომელიც ჩვენს სარწმუნოებასა და ქართულ ტრადიციებს ეფუძნება.

„ბრიტანეთის სასამართლომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ტრანსგენდერულ სიგიჟეებს მორიგი დარტყმა მიაყენა. ამით ჩანს, რომ ამერიკის შემდეგ ევროპაშიც დაიწყო ულტრალიბერალური ფაშიზმისგან გამოფხიზლებისა და გათავისუფლების პროცესი. შესაბამისად, ევროპა არ არის მხოლოდ კაია კალასი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლებიც, ერთი მხრივ იმას გვაიძულებენ, რომ რუსეთს ომი გამოვუცხადოთ ან მინიმუმ, ყოვლისმომცველი სანქციები დავუწესოთ, მეორე მხრივ კი იმავე კაია კალასის ოჯახის წევრებს სწორედ რუსეთთან აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა და მრავალ ათეულმილიონიანი ბიზნესი გაჩაღებული. ასეთი ორმაგი სტანდარტების მქონე პოლიტიკოსების ჭკუაზე სიარული ჩვენს ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს.

როდის დაიწყო დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბვა? დაიწყო მაშინ, როცა მოგვთხოვეს, რომ რუსეთისთვის ომი გამოგვეცხადებინა და ჩვენ უარი ვუთხარით; მაგრამ, რა იქნებოდა უკეთესი - ომში ჩართვა და ჩვენი სამშობლოს განადგურება, თუ იმ დაპირისპირებისა და ზეწოლის გაძლება, რაც ჩვენს მტკიცე პოზიციას მოჰყვა? არა მგონია, ამ კითხვაზე ვინმეს განსხვავებული პასუხი ჰქონდეს, იმ ადამიანების გარდა, ვინც უცხო ქვეყნის აგენტია და მათ მსახურებას ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. ამიტომაც, როდესაც ასეთი არჩევანი ჩნდება, ყოველთვის ჩვენი სამშობლოს ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენი პრინციპები უნდა დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ როცა მართლები ვართ უფლისა და სამშობლოს წინაშე, ყოველთვის გავიმარჯვებთ.

როცა ვამბობთ, რომ ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება, ამით ვაცხადებთ, რომ ევროპა მოგვწონს, მოგვწონს ევროპული ღირებულებები, კულტურა, ევროპისთვის ტრადიციული ცხოვრების წესი. თუმცა, ევროპა ერთგვაროვანი არ არის - ევროპაში გაჩნდა ფაშიზმიც, რასიზმიც, კომუნიზმიც და სხვა იდეოლოგიებიც, რომლებმაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ევროპამ დაიწყო ორივე მსოფლიო ომი, ევროპა იყო მთავარი კოლონიზატორი მრავალი საუკუნის განმავლობაში და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დღემდე ვერ ელევა თავის კოლონიებს, ვერ ელევა აროგანტულ დამოკიდებულებას სხვა ერებისა და ქვეყნების მიმართ. ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა არის ერთ-ერთი წყარო და ლობისტი იმ ულტრალიბერალური სიგიჟეების, რომელიც ფუნდამენტშივე უპირისპირდება ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიებს, უპირისპირდება ეროვნულ ტრადიციებსა და სახელმწიფოებს და გიგანტური ტრანსნაციონალური კომპანიების იარაღად არის გადაქცეული.

შესაბამისად, ევროპა მოგვწონს არა ამ მიუღებელი იდეოლოგიებისა და პოლიტიკის გამო, არამედ ევროპა ჩვენთვის ძვირფასია ღირებულებებით, რომელშიც თანხვედრა გვაქვს. ესაა ღირებულებები, რომელთა საფუძველშიც ქრისტიანობაა და გულისხმობს ადამიანთა თანასწორობას, ადამიანის ღირსების უზენაესობას და ზოგადად ადამიანის უფლებებისადმიი პატივისცემას. რომის ამჟამინდელმა პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ევროპა ევროკავშირის გარეშეც ევროპაა, მაგრამ ქრისტიანობის გარეშე ევროპა აღარ იქნება ევროპაო და ეს ძალიან ზუსტი შეფასებაა. და თუ ევროპა ამ ფუძემდებლურ ღირებულებებს გადაუხვევს, რა დარჩება მისგან? და რატომღა იქნება ის ძვირფასი ჩვენთვის?

უნგრეთი და მისი პრემიერი, ვიქტორ ორბანი არის ჩვენთვის კარგი მაგალითი. უნგრეთი, ჩვენგან განსხვავებით, არა მხოლოდ მენტალურად და ღირებულებებით, გეოგრაფიულადაც ევროპაშია, თანაც ცენტრალურ ევროპაში, ევროკავშირის წევრია და სწორედ იქ იბრძვის ამ ტრადიციული ევროპული ღირებულებებისთვის. თითქმის 2 ათეული წელი ორბანი მარტო იბრძოდა და მაინც თავის გაჰქონდა - ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხეს. დღეს კი ის მარტო აღარ არის, რადგან ევროპარლამენტსა თუ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში კონსერვატიული ძალები მოძლიერდნენ. ჩვენც ჩვენს ხმას შევმატებთ მათ და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის.

თუ ევროპა დაკარგავს თავის ღირებულებებს და იტყვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ დიქტატურას ნიშნავს, მაშინ ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს - უნდა თუ არა ასეთი ევროპა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ევროკავშირის მიერ 61 ქვეყნის მიმართ, რომელშიც საქართველოც შედის, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის გამარტივებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, „დიფ სთეითმა“ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საქართველოზე ზეწოლის მორიგ ბერკეტად გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს. თუ არჩევანს ასე დაგვიყენებენ, რომ ან სრულად დათმეთ ეროვნული სუვერენიტეტი, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა აგენტურა დააბრუნეთ და ლგბტ დიქტატურასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიიღეთო, ხოლო თუ ამას არ იზამთ, მაშინ ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთო, არჩევანი ძალიან მარტივია. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს.

თუმცა, არა მგონია, რომ მომდევნო, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეს საკითხები კვლავ ასე მწვავედ იდგეს, რადგან მანამდე თავად ევროპაშიც ბევრი რამ შეიცვლება. იმ დროისთვის კი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ პარამეტრში მზად იქნება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770710749

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით, -...

ირაკლი კობახიძე

1770710264

ახალი ამბები

პრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1770709071

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1770708471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1770708187

ახალი ამბები

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...

სტატისტიკა