რომის პაპი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

რომის პაპი ლეო XIV საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს.

„მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.

თქვენი ზეციერი მფარველის ლიტურგიული დღესასწაული, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღე მაძლევს სიხარულით აღსავსე შესაძლებლობას, რომ გამოვხატო ჩემი სულიერი სიახლოვე თქვენი უწმინდესობისადმი და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, როდესაც აღნიშნავთ თქვენი სახელობის დღეს.

ვლოცულობ, რათა ზეციერმა მამამ უხვად მოგმადლოთ კურთხევანი, როგორც თქვენს მსახურებას, ისე პირადად თქვენ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, რომელიც მოგენდოთ ზრუნვად და მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში, რომელიც „ჩვენი მშვიდობაა“ (ეფეს. 2:14). ნება გქონდეთ, თქვენი მსახურება კვლავ იყოს ხილული ნიშანი იმ სიყვარულით სავსე ზიარებისა, რომელიც „ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ელის, ყველაფერს ითმენს“ (I კორ. 13:7) მამა ღმერთის სადიდებლად.

ძვირფასო ძმაო, გულითადი მოლოცვის განახლებით გიგზავნით ძმურ მშვიდობისმოყვარე ჩახუტებას და გულითადად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. რომის პაპი ლეონ XIV“, – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754569610

საზოგადოება

მოსკოვი და სოხუმი კოდორის ხეობაში გზების აღდგენას გეგმავენ

რუსეთის ფედერაცია და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კ...

კოდორის ხეობა

1754569002

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭო...

მაკა ბოჭორიშვილი

1754568932

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

„როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპ...

მაკა ბოჭორიშვილი

1754566301

მსოფლიო

ილჰამ ალიევი ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერთან შეხვედრას გამართავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი...

ილჰამ ალიევი

1754564421

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული

ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პო...

ირაკლი ქადაგიშვილ