პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.

საპატრიარქო ელდარ შენგელაიას ოჯახს, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს თანაუგრძნობს: 

„†ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ, წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო;

მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე, როგორც ათეისტურ პერიოდ-გამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა.

ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად

მეგობარსა და მეუღლეს, ქ-ნ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, - წერია სამძიმრის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754561911

ახალი ამბები

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირაკლი...

ირაკლი ყურაშვილი

1754559303

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: გეგელია ნამდვილად არის ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ

„გეგელია ნამდვილად არის ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდ...

არჩილ გორდულაძე

1754557101

მსოფლიო

უნგრეთში დააკავეს კაცი, რომელიც ვიქტორ ორბანის მოსაკლავად კილერს ეძებდა

უნგრელმა სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსაკლავად კილერს ეძებდა. ინფორმაციას უნგრული მედია გამოძიების ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს....

ორბანი

1754555519

მსოფლიო

კრემლი: რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

„რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მისი თქმით, ახლა ორი ქვე...

ტრამპი და პუტინი

1754554848

საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებ...

საზოგადოება