ირაკლი ქადაგიშვილი: ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული

ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.
„აი, ამ მოვლენას გნებავთ, „დიფ სთეითი“ დაარქვით და გნებავთ, გლობალური ომის პარტია, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და შინაარსს ებრძვის, ამასთან მიმდინარეობს ბრძოლა და ამის წინააღმდეგ არის საქართველოც, ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც და მისი ადმინისტრაციაც. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.
1754570907
ახალი ამბებირომის პაპი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს
რომის პაპი ლეო XIV საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს. „მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...
1754569610
საზოგადოებამოსკოვი და სოხუმი კოდორის ხეობაში გზების აღდგენას გეგმავენ
რუსეთის ფედერაცია და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კ...
1754569002
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭო...
1754568932
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას
„როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპ...
1754566301
მსოფლიოილჰამ ალიევი ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერთან შეხვედრას გამართავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი...