რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

ლევან მაჩაბლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, -აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მეუფე სპირიდონი: „რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, ასე აკეთებდა „ჰიტლერი“

🔵„მკვეთრად იმატებს მიგრაციული ტალღა, ამიტომ მოსალოდნელია იმ ქვეყნებიდან, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, დაიწყოს ხალხის მასების სხვა ქვეყნებში ახალი ძლიერი გადინება“ - რამაზ გიგაური

🔵რამდენად შეიძენთ ამერიკულ დოლარს, ევროს, თურქულ ლირას და ბრიტანულ გირვანქას 18 აგვისტოს?

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი