რუსუდან შარაძე: ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

„მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, -განაცხადა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც გურამ შარაძის მკვლელობა განიხილება.

რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის ადგილი სპეციალურად შერჩეული იყო. აქვე, იხსენებს, რომ მათი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხორციელდებოდა თვალთვალი და ზეპირად იცოდნენ მისი განრიგი.

„2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში მამაჩემი მოკლეს სამი გასროლით. სამი ტყვია თავში. პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და მერე, იქვე ჩაკეცილზე, საფეთქელზე 2 საკონტროლო გასროლა დაახალეს. შემთხვევით არ მომხდარა ამ ადგილას. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა სულ ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე.

ეს იყო სპეციალურად შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხანი ხორციელდებოდა თვალთვალი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო, განსაკუთრებით საქმეში, პუნქტუალური და ზედმეტად გაწერილი წესებით, რომელსაც თითქმის, არასდროს ღალატობდა. კვირა დღეს, გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „100 წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო. ე.ი. 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და კვირას დღეს, სანამ გაზეთი სტამბაში ჩაეშვებოდა ის მიდიოდა რედაქციაში და ამოწმებდა თავის ინტერვიუს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747914700

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას

„სულიწმიდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან... მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას,...

მუჯირი

1747913435

ახალი ამბები

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. ინფორმაციას ფალიანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ნიკო, რ...

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

1747911323

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია არასამთავრობოების მიერ ტერმინ „არალეგიტიმური პარლამენტის“ გამოყენებაზე: დავალების მიმცემის და შესაბამისად, დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა და ამაზე რეაქცია მაინც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არაფერი აღარ გვიკვირს

„დავალების მიმცემის და შესაბამისად, დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა და ამაზე რეაქცია მაინც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არაფერი აღარ გვიკვირს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი...

ირაკლი კირცხალია

1747909813

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება

„მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და ჯო უილსონის საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება“, - განუცხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1747909699

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია - იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვისთვის

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 15:00 სახეზეა ჩანიშნული. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები იკრიბები...

ვაჟა სირაძე