რუსუდან შარაძე: გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ

„პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი - დღესაც რომ ვერ გაძღნენ საქართველოს სისხლით და ძირს უთხრიან, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და რაც მთავარია, ამაში ფულს იღებენ; და ღლაპები: ბოკერია, რამიშვილი, თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე“, - ამის შესახებ ქართველი მეცნიერისა და ფილოლოგის, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც გურამ შარაძის მკვლელობის საქმე განიხილეს.
რუსუდან შარაძის განცხადებით, მათ ოჯახზე ტერორი 2003 წლის შემდეგ გაძლიერდა და გურამ შარაძე იძულებული გახდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოსთვის მიემართა მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო.
„მათ მერე სააკაშვილი შეუერთდა თავისი ბანდით, თავიდან ესენი იყვნენ, სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი. „ჯენზი“ ლანა ღოღობერიძის მამამ რომ გადახვრიტა [ხალხი]. დავანებოთ თავი, ლევან ღოღობერიძის ასული რომაა, ლანა ღოღობერიძეს იმდენი უბედურება აქვს გაკეთებული, მარტო იმ წლებში, მან დადო ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლების პირობა, არავითარი მესხები ეგენი არ არიან, ის იყო ეროვნული რეკვიზიტების წინააღმდეგ.
გურამ შარაძე ორჯერ იჯდა ციხეში, სააკაშვილმა დასაჯა, ორივეჯერ წვრილმანი ხულიგნობით. ჩვენი ოჯახის მიმართ ტერორი და მუქარა სულ იყო, 2003 წლის შემდეგ დაიწყო უარესი ტერორი, გურამი იძულებული იყო, მიემართა ყველა საელჩოსთვის, როგორი ტერორი გააჩაღა „ვარდების“ ხელისუფლებამ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ.
23 ნოემბერს ხომ მოვიდნენ, მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და ნოემბერი დამთავრებული არ იყო, ნინო ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დაცვა მოუხსნა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ დაჟინებული მოთხოვნით დაუნიშნა, ლაშა [გურამ შარაძის შვილი] რომ მოკლეს. რომ იცოდეთ, ლაშას მკვლელობაც გურამ შარაძის მკვლელობის ერთი მთლიანობაა“ - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
1747920262
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს. ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიანი გი...
1747919684
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7383 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7397 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747916610
საზოგადოებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთამსვლელის დაღუპვაზე განცხადებას აკეთებს
IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. სამწუხარო ამბის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამ...
1747915574
საზოგადოებაისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან განცხადებას ავრცელებს. „ისრაელში საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაშინგტონში, ისრაელი...
1747914700
საზოგადოებამეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას
„სულიწმიდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან... მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას,...